ალესანდრო ნესტა „მონცაში“ დაბრუნდა

0
6

ალესანდრო ნესტა ისევ იტალიის სერია A-ში მოასპარეზე „მონცას“ უხელმძღვანელებს. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა სალვატორე ბოკეტი შეცვალა, რომელიც გუნდს 2024 წლის 23 დეკემბრიდან წვრთნიდა.
48 წლის ნესტა მონცელებს გასული წლის 12 ივნისიდან ავარჯიშებდა და გუნდიდან დეკემბერში დაითხოვეს. მანამდე, ის „მაიამის“, „პერუჯას“, „ფროზინონეს“ და „რეჯანას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი