ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ლატვიის ჩემპიონ „რიგასთან“ ჩაატარა და 1:5 დამარცხდა.
რიგელები მე-14 წუთზე ლემაჯიჩმა დააწინაურა, რომელმაც ხუთ წუთში დუბლი შეასრულა. 26-ე წუთზე ბათუმელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჯალენ ბლესამ ერთი ბურთი გაქვითა. 32-ე წუთზე „რიგასიდან“ თავი იკაუნეიკსმა გამოიჩინა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში „დინამოს“ კარი სტუგლისმა აიღო. 71-ე წუთზე ბათუმელები ზალეიკომ დაამწუხრა და შესვედრის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა. რიგელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლაშა ოდიშარიამ ითამაშა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძრვანელობით ბათუმელებმა შეკრებაზე 6 სპარინგი ჩაატარეს და ყველა წააგეს.
ლაშა თაბაგარი
