„უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში 3-მატჩიანი მარცხიანი სერია 31-ე ტურში გასვლაზე „სანდერლენდთან“ მატჩში შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სტუმრებში შეუცვლელად მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მასპინძლებმა მე-16 წუთზე კუთხური ჩააწოდეს და ონიენმა ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი43-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც დელე ბაშირუმ პენალტი გამოიყენა. 46-ე წუთზე ლოუზამ დაახლოებით 30 მეტრიდან ცხრიანში ეფექტური გოლი შეაგდო – 1:2. 89-ე წუთზე „სანდერლენდის“ კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ვითარებაში ყველაზე კარგად ცირკინი გაიერკვა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2. „უოტფორდი“ 42 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის მე-19 ტურში „პერსეპოლისმა“ თავის მოედანზე „გოლ გოჰარი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა გიორგი გველესიანმა ორი ტაიმი ითამაშა. „პერსეპოლისიდან“ ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე დურსუნმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 37 ქულით 16 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
