გიორბელიძემ თურქეთში გაიტანა

0
6

გურამ გიორბელიძემ მიმდინარე სეზონში „ერზრუმსფორის“ მაისურით თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 23-ე ტურში ერზრუმელები სტუმრად „მალათიას“ დაუპირისპირდნენ და 7:0 გაანადგურეს. ამპლუით მარცხენა მცველი გიორბელიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ წუთზე შეტევაში ჩართულმა მეტოქის საჯარიმოში მყოფი მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება – 0:1. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. 28 წლის გიორბელიძე „ერზრუმსფორში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 18 მატჩში ორი გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე პასი გააკეთა. „ერზრუმსფორი“ 40 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი