მარსელომ კარიერა დაასრულა

0
4

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა. ბოლოს, ის მშობლიურ „ფლუმინენსეში“ გამოდიოდა.
მარსელომ თავისი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 2007-2022 წლებში გამოდიოდა, და ყველა ტურნირში ჩატარებულ 546 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე პასი გააკეთა.
მან „რეალთან“ ერთად 25 ტიტული მოიგო – ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ. „რეალის“ შემდეგ, ის საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ გამოდიოდა.
მარსელომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 58-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი