სოლომონ კვერკველია კარიერას „ტორპედოში“ გააგრძელებს, რის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 33 წლის ფეხბურთელმა რიონისპირელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გასული სეზონი თბილისის „დინამოში“ გაატარა.
კვერკველი კარიერის განმავლობაში , ასევე რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინის ხარკოვის “მეტალისტში”, “გაგრაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ნეფთჩიში” და საუდის არაბეთის “ალ ხდუდში”გამოდიოდა. კვერკველია საქართველოს ნაკრებში 65 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს – 2914 და 2017 წლებში.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ლაშა თაბაგარი
