„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს შეუთანხმდა

0
0

„მანჩესტერ იუნაიტედი“ არგენტინელ საფეხბურთო სპეციალიტს მაურისიო პოჩეტონოს სიტყვიერად შეუთანხმდა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ამჟამად, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციას ესაუბრებიან, რათა პოჩეტინოს კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი აშშ-ს ეროვნულ გუნდს 2024 წლის აგვისტოდან უძღვება.
მანამდე, 54 წლის პოჩეტინო „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“, „პარი სენ ჟერმენს“ და ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობდა.
პოჩეტინო მანჩესტერულ კლუბში მაიკლ კერიკს შეცვლის, რომლის თავკაცობით “იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ძალიან ცუდი სტარტი აიღო.
ლაშა თაბაგარი