ვილიანი „ფულემში“ დაბრუნდა

0
4

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ვილიანი კარიერას „ფულემში“ გააგრძელებს, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 36 წლის ფეხბურთელი „ფულემს“, სადაც 2022-2024 წლებში გამოდიოდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან მიმდინარე სეზონი საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ დაიწყო, სადაც 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ვილიანი კარიერის განმავლობაში ასევე „კორინთიანსში“, „შახტარში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“ და „არსენალში“ გამოდიოდა. მან ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი