„ჰაიდენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელის ფრანკ შმიდტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გაღიზიანებულია, რომ ჯერჯერობით პირველ ბუნდესლიგაში გოლი ვერ გაიტანა. მან ამის შესახებ „ფრაიბურგთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
„ბუდუს გოლის გატანის შესაძლებლობა. მას საგოლე მომენტი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ და „აუგსბურგთან“ ჰქონდა. ბუდუს ახლა გოლები ვერ გააქვს და ამით გაღიზიანებულია. ჩვენ ის მხოლოდ გოლებისთვის არ აგვიყვანია, არამედ, გუნდის კეთილდღეობაზე რომ იმუშავოს. ის გარკვეულ სიტუაციებში უკვე დაგვეხმარა.
„ბორუსიასთან“ ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ჩანდა, რომ ბევრ სიტუაციაში ცუდად არ გმოვიყურებოდით, მაგრამ რამდენიმე ტექნიკური შეცდომა გვქონდა, როდესაც ბუდუ ცენტრში ბურთს ელოდა. ჩვენ ვვარჯიშობდით, რომ თავდამსხმელები საგოლე ვითარებაში აღმოჩენილიყვნენ. ზოგჯერ კვანძია გასახსნელი, რაც პირველი გოლის გატანის შემდეგ ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ბუდუს არ ეხება, არამედ, ყველა დანარჩენს“ – იუწყება შმიდტის ნათქვამს „ჰაიდენჰაიმის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
