ლუის ენრიკე: „კვარაცხელია გრძელვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ“

0
6

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში შინ „მონაკოსთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გრძელვადიანი პროექტისთვის დაიმატეს.
„მან ჩვენთან გადმოსვლამდე რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ბევრ რამესთან ადაპტაცია სჭირდება. ჩვენ მასთან დაკავშირებით არაფრის გვეშინია. კვარაცხელიას გრძელვადიან პროექტად აღვიქვამთ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს ფრანგული მედია.
კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ლიგა1-ში 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი