ბათუმის „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. ამჯერად, შავიზღვისპირელები უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ ლვოვის „კარპატს“ შეხვდნენ და თავის კარში 6 ბურთი გაუშვეს, ხოლო მეტოქე ერთხელ დაამწუხრეს.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში კრასნოპირმა გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე გურამ ჯაფარიძემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 23-ე წუთზე უკრაინელები წინ შახმა გაიყვანა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში თავი კრასნოპირმა გამოიჩინა, რომელსაც 10 წუთში მხარი კარგად აუბა კოსტენკომ. იმავე კოსტენკომ მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა, წერტილი კი 85-ე წუთზე ტანდამ დასვა.
ბათუმელები მომდევნო ამხანაგური შეხვედრას 9 თებერვალს ლატვიის „რიგასთან“ ჩაატარებენ, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია გამოდის.
ლაშა თაბაგარი
