ქუთაისის “ტორპედომ” 22 წლის ბრაზილიელი მცველი ერიკ პიმენტელი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“22 წლის მცველი ერიკ პიმენტელი “ტორპედოს” ფეხბურთელია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პიმენტელი “ტორპედოს” პორტუგალიური “პორტუ II”-დან შეუერთდა, სადაც ის 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიური კლუბიდან, “ვასკო და გამადან” გადავიდა”.
“მჯერა, ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებთ. გუნდში მყოფი ბრაზილიელები ადაპტაციაში დამეხმარებიან” -განაცხადა პიმენტელმა “ტორპედოსთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი
