სტამბოლის „გალათასარაიმ“ თავდამსხმელი მიში ბაჩუაი ფრანკფურტის „აინტრახში“ გაყიდა, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება. ბელგიის ეროვნული ნაკრების 31 წლის თავდამსხმელმა გერმანელებთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ თურქებმა 3 მილიონი ევრო მიიღეს.
ბაჩუაია „გალათასარაის“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
