ხვიჩა კვარაცხელია: „ვმუშაობ, რომ სათამაშო ფორმაში ვიყო“

0
22

საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში სტუმრად რანგით მე-3 ლიგის „ლე მანის“ დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ვაგრძელებე მუშაობას იმისთვის, რომ სათამაშო ფორმაში ვიყო“ – ციტირებს Le Parisien საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, რომელმაც პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, შეუცვლელად პირველად ითამაშა.
კვარაცხელიამ პარიზული კლუბის მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში 2 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე დებიუტი ჰქონდა.
მან პსჟ-ში გადასვლამდე „ნაპოლიში“ ყველა ტურნირზე 19-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი