ქოჩორაშვილი დაბრუნდა – „ლევანტეს’ მოულოდნელი მარცხი

0
3

გიორგი ქოჩორაშვილმა კოჭის ტრავმა მოირჩინა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 25-ე ტურში ითამაშა.
„ლევანტემ“, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, ერთ-ერთი აუტსაიდერი „რასინგ ფეროლი“ მიიღო და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში „ლევანტე“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აიწევდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა სტუმრების კართან ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც ხოსე ლუის მორალესმა ბურთი კარს გადააცილა. „რასინგ ფეროლიდან“ გამარჯვების გოლი მე-8 წუთზე ხოსე დორიომ გაიტანა. „ლევანტე“ ამ მარცხის შემდეგ, 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი