ალექსანდრე ნარიმანიძე კარიერას სლოვაკეთის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ „ჟილინაში“ გააგრძელებს. თბილისის „იბერიას“ აწ უკვე ყოფილმა მცველმა სლოვაკებთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
19 წლის ნარიმანიძე „იბერიას“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა. გასულ წელს მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 15-ჯერ (4-ჯერ სასტარტოში, 11-ჯერ შეცვლაზე) ითამაშა და ოქროს მედლები მოიპოვა.
ნარიმანიძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 6-ჯერ ითამაშა, ხოლო 19-წლამდელებში – 5-ჯერ.
ლაშა თაბაგარი
