აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის 21-ე ტურში სტუმრად „ანორთოსისთან“ ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები 30-ე წუთზე აბაგნამ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან 41-ე წუთზე საპასუხო ბურთი რაფაელ ლოპესმა გაიტანა. 44-ე წუთზე „ანორთოსისი“ წინ ხრისოპულოსმა გაიყვანა. 43-ე წუთზე აპოელიდან თავი ელ-არაბიმ გამოიჩინა. დვალის გუნდმა თამაში 9 კაცით დაამთავრა, რადგან ჯერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე დონისი გაუძევეს, ხოლო სამ წუთში მეორე ყვითელი ბარათი გალანოპულოსმა მიიღო და მოედანი დატოვა. მოქმედი ჩემპიონი აპოელი 36 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
