„დინამომ“ ვასილიოს გორდეზიანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბოსნიის „სარაეოვოში“ გაანათხოვრა, რის შესახებ თბილისურის კლუბის პრესსამსახური იუწყება. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბოსნიელებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.
23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი კარიერა საბერძნეთის პაოკ-ში დაიწყო, „დინამოს“ შარშან შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „სარაევოში“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი გამოდის, რომელიც 12 გოლით მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი
