„მილანმა“ მექსიკის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

0
3

„მილანმა“ როტერდამის „ფეინოორდიდან“ თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი შეიძინა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა მილანელებთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა და „ფეინოორდმა“ მის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელის ხელფასი 2,2 მილიონი ევრო იქნება, პლუს ბონუსები.
ხიმენესი „ფეინოორდში“ 2022 წელს მექსიკის „კრუზ ასულიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 105 მატჩში 65 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 16 გოლი შეაგდო. ხიმენესმა 2021 წლიდან დღემდე მექსიკის ეროვნულ გუნდში 32-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი