კვერნაძის მეორე გოლი იტალიაში

0
77

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 24-ე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ბარის“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ფავილიმ დააწინაურა, ხოლო ბონფანტიმ 73-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „ფროზინონეს“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში ბურთიანად შესულმა კვერნაძემ ერთი ბურთი გაქვითა. მან მიმდინარე სეზონში „ფროზინონეში’ 20-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. „ფროზინონე“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი