დავით ვოლკოვმა “ზირეს“ აზერბაიჯანის მოქმედ ჩემპიონ და გათამაშების ლიდერ აგდამის „ყარაბაღთან“ მოაგებინა. 21-ე ტურში „ზირემ“ აგდამელებს უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდა. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. ვოლკოვი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 90-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მე-8 გოლი ჩაიწერა. გიორგი პაპუნაშვილმა :ზირეში“ 66-ე წუთიდან ითამაშა. „ზირე“ 39 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





