ქვილითაიამ „არისს“ ქულა ააღებინა

0
18

გიორგი ქვილითაიამ „არისის“ შემადგენლობაში ამ სეზონში კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში თავი მეშვიდედ გამოიჩინა. 21-ე  ტურში „არისი“ სტუმრად „ნეა სალამინას“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდა, ქულა მაინც აიღო, რაც საქაართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის დამსახურებაა.
მასპინძლები მე-14 წუთზე მიხაილიმ დააწინაურა, რომელმაც 33-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 36-ე წუთზე ერთი ბურთი მაუამბელამ გაქვითა. ქვილითაია თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო  72-ე წუთზე „არისის“ ფეხბურთელის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. „არისი“ 48 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი