დავითაშვილმა ლიგა 1-ში მეშვიდედ გაიტანა

0
28

ზურიკო დავითაშვილმა „სენტე-ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-7 გოლი გაიტანა.
მე-20 ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „ლილს“ დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. მე-6 წუთზე დავითაშვილის მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ორ მცველს შორის „შეძვრა“, რის შემდეგ წააქციეს, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა. მას 57-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვიზავის ვერ აჯობა. მან 87-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მის ანგარიშზე 7 გოლის გარდა, 2 საგოლე პასია. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
„ლილიდან“ ანგარიში დევიდმა 32-ე წუთზე პენალტიდან გაათანაბრა. 46-ე წუთზე სტუმრებს უხეშობისთვის მცველი ბატუბინსიკა გაუძევეს. 63-ე წუთზე საჰრაუიმ მასპინძლები დააწინაურა. 72-ე წუთზე „ლილიდან“ თავი გუდმუნდსონმა გამოიჩინა .78-ე წუთზე საჰრაუიმ დუბლი შეასრულა. „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით 18 გუნდს შორის მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი