ეგოიანმა ნიდერლანდებში თავი მეოთხედ გამოიჩინა

0
69

ირაკლი ეგოიანმა „ვიტესის“ შემადგენლობაში ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში მიმდინარე სეზონში თავი მეოთხედ გამოიჩინა. 24-ე ტურში „ვიტესი“ სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ექსელსიორს“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს 21-ე წლამდე ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-13 წუთზე ჰუისმანმა დააწინაურა, ხოლო სამ წუთში დე რეგტის დარტყმის მერე 2:0 იგებდნენ. 72-ე წუთზე ეგოიანმა ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და ჯერ ერთ მცველს ოსტატურად გაცდა, შემდეგ კარიდან წინ გამოსული მეკარე მოიტოვა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:3. მის ანგარიშზე 4 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიცაა. მასპინძლებმა ერთადერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს. „ვიტესი“, რომელსაც ფინანსურ პრობლემების გამო სეზონის წინ ქულები დააკლეს 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
საბერძნეთის სუპერლიგის 21-ე ტურში “პანსერაიკოსი” შინ “ვოლოსს” დაუზავდა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. “პანსერაიკოსი” 22 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი