გრაცის „შტურმი, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/4-ფინალში გრაცელები შინ ვენის „აუსტრიას“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-9 წუთზე წინ რანფტლმა გაიყვანა, ხოლო 82-ე წუთზე „შტურმის“ კარი რაგუცმა აიღო. გრაცელები, რომელთავ შარშან ჩემპიონობასთან ერთად თასიც მოიგეს, ამჯერად ბრძოლას მხოლოდ ავსტრიის ბუნდესლიგის ოქროს მედლებისთვის განაგრძობენ.
პოლონეთის ექსტრაკლასა განახლდა და ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ შინ „რაკუვს“ უგოლოდ გაეყარა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა კრაკოველებს შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვია“ 32 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





