პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მესამე ამხანაგური მატჩი შვეიცარიულ “კრიენსთან” გამართა და 2-0 იმარჯვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 70-ე და 74-ე წუთებზე თორნიკე მორჩილაძემ დუბლი შეასრულა. პირველი გოლი ნოდარ ლომინაძის აქტიურობას და დანიშნულ პენალტს მოჰყვა, ხოლო მეორე გოლი მორჩილაძემ სოლო რეიდით გაიტანა.
დინამოელები ორი დღე დაისვენებენ და 4 თებერვლიდან შეკრების მეორე ეტაპს გაივლიან. დედაქალაქელები კიდევ გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, მეტოქეთა შესახებ ინფორმაციას კი უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.
“დინამო” – “კრიენსი” 2:0 (2:0)
დინამო: მაქაცარია, სადღობელაშვილი, გობეშია, იაკობიძე, პაშკო, წულაია, ბერელიძე, ლომინაძე, ჩიქოვანი, ოვუსუ, ვაწაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გვასალია, ხარებაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, გოცირიძე, კანკავა, ადრიან სეზარი.
cdinamo.ge
