„ემპოლის“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ უშანსოდ წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ამჯერად სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
მართალია, მე-4 წუთზე ანგარიში სტუმრებიდან დე შილიომ გახსნა, მაგრამ შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. 61-ე წუთზე ანგარიში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა კოლო მუანიმ გაათანაბრა, რომელიც „იუვემ“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე პსჟ-დან ინათხოვრა. მან 64-ე წუთზე დუბლი მიითვალა. 90-ე წუთზე იტალიური გრანდიდან თავი ვლახოვიჩმა გამოიჩინა, ხოლო ორ წუთში საბოლოო წერტილი ფრანსისკო კონსეიუსაუმ დასვა.
„ემპოლის“ ზედიზე 8 თამაშია არ მოუგია (2 ფრე და 6 წაგება) და 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
