„მანჩესტერ იუნაიტედმა“ იტალიის სერია A-ს კლუბ „ლეჩედან“ მცველი პატრიკ დორგუ შეიძინა. დანიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.
დორგუს სანაცვლოდ „ლეჩემ“ 30 მილიონი ევრო მიიღო და კიდევ 5 მილიონი ევრო ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. დორგუ „ლეჩეს“ პირველ გუნდში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 57 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 20 წლის დორგუს დანიის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2024 წლის სექტემბერში ჰქონდა და 4 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





