„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 22-ე ტურში „ღამურები“ თავის მოედანზე ვიგოს „სელტას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 44-ე წუთზე ლუის რიოხამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 65-ე წუთზე ანგარიში პაბლო დურანმა გაათანაბრა. 68-ე წუთზე „ვალენსიადან“ თავი ხავი გერამ გამოიჩინა და ამ გოლმა საბოლოოდ მამარდაშვილს გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„ვალენსიას“ „სელტასთან“ დაპირისპირებამდე 9 თამაში არ მოუგია (3 ფრე და 6 წაგება), ხოლო მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხედ გაიმარჯვა. „ღამურები“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
