თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონ ალმათის „ქაირათთან“ ჩაატარა, რომელშიც მცველი ლუკა გადრანი და ნახევარმცველი გიორგი ზარია გამოდიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული წლის გამარჯვებულმა მეტოქე 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. „ქაირათში“ მხოლოდ ზარიამ ითამაშა, ხოლო გადრანი ტრავმირებულია.
„იბერიამ“ შეკრებაზე პირველი თამაში მოიგო. მანამდე, მანამდე, თბილისელები კოსოვოს „დრიტას“ (1:1) და „ვარდარს“ (1:1) დაუზავდნენ, ხოლო ბულგარეთის „კრუმოვგრადთან“ 0:1 დამარცხდნენ. მომდევნო სპარინგს კორღალიძის გაწვრთნილები 8 თებერვალს უკრაინის „კოლოსთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი
