ზივზივაძის მორიგი სრული მატჩი და მარცხი „ბორუსიასთან“

0
31

ბუდუ ზივზივაძემ ‘“ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში შეუცვლელად ზედიზედ მე-6 მატჩი ჩაატარა. მე-20 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და მიჯრით მესამედ დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი თავისი გუნდიდან პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური იყო და საჯარიმოშოს გარედან ორჯერ დაარტყა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
33-ე წუთზე  სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ანტონმა კარში ცუდად დაარტყა, მაგრამ პასი გამოუვიდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირ გირასის მისამართით, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 0:1.
63-ე წუთზე „ბორუსიას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ბანსებაინმა პასი კარის წინ მდგომ ბაიერს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
ორ წუთში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს – დორტმუნდელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა კრატციგმა ბურთი ჰონსაკს გადააწოდა, როლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი