ცოტნე კაპანაძე “დუნაისკა სტრედაში” ითამაშებს

0
73

23 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “დუნაისკა სტრედაში” გადავიდა. მან კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კაპანაძემ ბოლო 2 სეზონი თბილისის “იბერიაში” გაატარა, რომელთან ერთად შარშან საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო.
მან პროფესიონალური კარიერა “რუსთავში” დაიწყო, ხოლო შემდეგ თბილისის “ლოკომოტივში” და “თელავში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი