გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში „გრანადას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 25-ე ტურში გრანადელები გასვლაზე „ელდენსეს“ შეხვდნენ და 3:0 დაა,არცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 42-ე წუთზე ანგარიში სტოიჩკოვმა გახსნა – 0:1.
51-ე წუთზე წიტაიშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მას მერე რაც მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია კარში ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 62-ე წუთზე „ელდენსეს“ საჯარიმოში მყოფმა ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ერთი შეხებით კარის ბადეში გაახვია – 0:2. სტუმრებიდან ბოლო გოლი 90-ე წუთზე მიგელ ბრაუმ გაიტანა. წიტაიშვილის ანგარიშზე სეგუნდა დივიზიონში 2 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე პასია. „გრანადა“ 40 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის მე-18 ტურში “პერსეპოლისი” გასვლაზე “ფოლადს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი “პერსეპოლისი” 34 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
