საქართველოს ჩემპიონის პირველი მარცხი შეკრებაზე

0
81

თბილისის „იბერიამ“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური თამაში ჩაატარა და პირველად დამარცხდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „კრუმოვგრადს“ დაუპირისპირდა, რომელიც ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში მე-11 ადგილზეა. „იბერიამ“ 0:1 წააგო და მეტოქემ ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. მანამდე, თბილისელები კოსოვოს „დრიტას“ (1:1) და „ვარდარს“ (1:1) დაუზავდა. „იბერია“ შეკრებაზე მომდევნო თამაშს ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ქაირათთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი