„პორტუმ“ გარემარბი გალენო საუდის არაბეთის „ალ აჰლიში“ გაყიდა, არაბული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „პორტუმ“ 50 მილიონი ევრო მიიღო.
27 წლის გალენომ 2021-2025 წლებში პორტუგალიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 149 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში „პორტუში“ 31-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, პლუს 3 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





