მიქაუტაძის პირველი საგოლე პასი ევროპა ლიგაში – „ლიონი“ 1/8-ფინალშია

0
66

გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავის ანგარიშზე პირველი საგოლე პასი ჩაიწერა. საერთო ეტაპის ბოლო მე-8 ტურში „ლიონმა“ ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 54-ე წუთზე სტუმართა მცველის მიერ თავის საჯარიმოში მეკარისთვის გაკეთებული ცუდი პასით ისარგებლა, რის შემდეგ ბურთს დაეუფლა და ტოლისოს გოლი გაატანინა. „ლუდოგორეციდან“ 77-ე წუთზე თავი დინის ალმეიდამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. მიქაუუტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე კარიერაში პირველად ითამაშა. „ლიონმა“ 15 ქულით 36 გუნდში მე-6 ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/8-ფინალში მოხვდა.
ლაშა თაბაგარი