ოდიშარიამ ევროპა ლიგაში გამოსვლა დაასრულა

0
79

„რიგასმა“, რომლის შემადგენლობაში ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, ბოლო ტურში სტუმრად კიევის „დინამოსთან“ 0:1 წააგო.
განვლილი შეხვედრა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო შუახაზელი ლუკა სილაგაძე მოედანზე 85-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ის უახლოეს ხანში თურქეთში შეკრებაზე მყოფ თბილისის „იბერიას“ შეურთდება. კიეველებიდან ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე პიხალიონოკმა გაიტანა.
„რიგასმა“ საერთო ეტაპზე 5 ქულით 36 გუნდს შორის 32-ე ადგილი დაიკავა. ლატვიელებმა მიმდინარე ტურნირში 2 სენსაცია გამოაცხვეს – შინ ამსტერდამის „აიაქსი“ დაამარცხეს, ხოლო სტუმრად „გალათასარაისთან“ ქულა აიღეს მატჩში, რომელსაც 0:2 აგებდნენ.
ლაშა თაბაგარი