კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

0
34

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომლიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დგება. ამის შესახებ ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ ტურში პსჟ-ს თავის მოედანზე „რეიმსს“ დაუხავდა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კვარაცხელიამ 49-ე წუთზე საგოლე პასი უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.
კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ პარიზელებისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო. ის იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ დაასახელეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ არგენტინელ პაულუ დიბალას ჩამორჩება, რომელსაც ასეთი პატივი წილად 5-ჯერ ხვდა.
ლაშა თაბაგარი