კალანდაძე „ფეჰერვარში“ ითამაშებს

0
31

ალექსანდრე კალანდაძე კარიერას უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ფეჰერვარში“ გააგრძელებს. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება. 23 წლის ქართველი მცველი „ფეჰერვარში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, უნგრელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
კალანდაძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 6 წელიწადი გაატარა. ის გასულ სეზონშ დინამოელთა კაპიტანი იყო. ცნობისთვის, კალანდაძე 2020-2021 წლების სეზონში უნგრეთის „დიოშდიორში“ ირიცხებოდა. მან საქართველოს ეროვნულ გუნდში 2 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი