ქვილითაიას მეექვსე გოლი მიმდინარე სეზონში

0
16

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. მე-20 ტურში ლიმასოლის „არისი“თავის მოედანზე ახნას „ეთნიკოსს“ შეხვდა და 6:1 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 4:1 იგებდნენ. 90-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, სტუმართა სააჯრიმოში მყოფმა ქვილითაიამ თავით ბურთი კარის ბადეში გაახვია.
„არისი“ 47 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პაფოსს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი