მამარდაშვილის „ვალენსია“ თასის 1/4-ფინალში გავიდა

0
26

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.
1/8-ფინალში ვალენსიელები სტუმრად რანგით მე-3 ლიგის „ოურენსეს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი განაცხადში არ იყო, რადგან თასზე როგორც წესი სტოლე დმიტრიევსკი თამაშობს ხოლმე.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ფრან კარმონამ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 78-ე წუთზე „ვალენსიადან“ თავი ნიგერიელმა ფორვარდმა უმარ სადიკმა გამოიჩინა, რომელიც გუნდს იანვარში „რეალ-სოსიედადიდან“ შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი