მიხეილ აშვეთია: „ხვიჩას ესპანეთის ლა ლიგა ყველაზე მეტად მიესადაგება“

0
19

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ მიხეილ აშვეთიას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის საუკეთესო ვარიანტი ესპანეთის ლა ლიგაში თამაში იქნებოდა.
„თუ ხვიჩას 75-80 მილიონად გაყიდიან, ეს „ნაპოლისთვის“ ცუდი არ იქნება. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ერთი რამ ცხადია – ხვიჩა „ნაპოლისი“ არ დარჩება. წერდნენ, რომ მას „ჩელსი“ ან „ლივერპული“ იყიდის, მაგრამ საბოლოოდ პსჟ-ში გადავა.
რა თქმა უნდა, ხვიჩას ყველაზე მეტად ლა ლიგა მიესადაგება. იქ თავს უკეთესად იგრძნობს, ვიდრე ლიგა 1-ში. მით უმეტეს, რომ თავად „რეალის“ გულშემატკივარია. თუმცა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ფეხბურთელს სურს. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ვითარების შეცვლაა და ამიტომ, პსჟ-ს შეთავაზებას თანხმდება და ესპანეთიდან წინადადებას არ ელოდება“ – ციტირებს აშვეთიას Metaratings.ru.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი