საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ მიხეილ აშვეთიას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ სათანადოდ არ აფასებენ.
„ხვიჩას „ნაპოლიდან“ წასვლა ძალიან არ უნდოდა. დიდი როლი შექმნილმა ვითარებამ და მისმა კონტრაქტმა ითამაშა. ეს ისტორია ძალიან დიდი ხანი გაგრძელა და ამიტომ, მან „ნაპოლის“ დატოვება გადაწყვიტა. ახლა მისი ყიდვა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ პსჟ-ს სურს.
რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატი ისეთი ძლიერი არაა როგორც იტალიის, მაგრამ „ნაპოლიში“ ხვიჩას სათანადოდ არ აფასებდნენ და ამის გამო, გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. გარდა ამისა, კვარაცხელია თავისი სათამაშო სტილით „ნაპოლის“ არ მიესადაგება. ის შემტევი ფეხბურთელია და დაცვასუ მუშაობას აიძულებენ“ – იუწყება აშვეთიას ნათქვამს Metaratings.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის. თავად ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 7-7,5 მილიონი ევრო იქნება.
ლაშა თაბაგარი
