გიორგი ფანცულაია ისევ წყალტუბოს „სამგურალისთვის“ შეუტევს. 31 წლის ფეხბურთელმა იმერულ კლუბში გასულ წელს 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ ყაზახეთის „ჟენისს“ მიაშურა.
ნახსენები გუნდების გარდა, ფანცულაია კარიერის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოში“ , „ზესტაფონშში“, თბილისის „იბერიაში“, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, „ჩიხურაში“, ბათუმის „დინამოსი“ და ყაზახეთის „კასპიიში“ გამოდიოდა. მას საუკეთესო სეზონის 2021 წელს ბათუმის „დინამოში“ ჰქონდა, როდესაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
