„მანჩესტერ სიტი“ ბრაზილიის „პალმეირასიდან“ 18 წლის მცველ ვიტორ რეისს ყიდულობს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციოს რომანოს ინფორმაციით, კლუბები ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და გარიგების დასასრულებლად ფორმალობებია მოსაგვარებელი. „სიტი“ რეისის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
ახალგაზრდა უკანახაზელი „პალმეირასის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, „სიტის“ ხელმძღვანელებს სურთ, რომ რეისი გუნდს იანვარში შეუერთდეს.
ლაშა თაბაგარი





