კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელსაც 5 თებერვალს 40 წელი შეუსრულდება ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ პორტუგალიელი ერთ სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამის წყალობით, ის კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებად ფეხბურთელად დარჩება, რადგან კვირაში 3,8 მილიონ ევროს მიიღებს.
რონალდუ „ალ ნასრში“ 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 81 გოლი გაიტანა. უშუალოდ მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, მან 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




