„ნაპოლიმ“ „ბორნმუთიდან“ ნახევარმცველი დაიმატა

0
18

„ნაპოლიმ“ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ბორნმუთიდან“ ნახევარმცველი ფილიპ ბილინგი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
დანიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელებთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ამოიწურვის შემდეგ, იტალიელები მის შეძენას 9-10 მილიონ ევროდ მოახერხებენ.
ბილინგი „ბორნმუთში“ 2019 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 201 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მანამდე, ის „ჰადერსფილდში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი