კვარაცხელია პსჟ-ში 7 მილიონ ევროს მიიღებს

0
74

პსჟ-მ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ უფრო იაფად შეიძინოს, ვიდრე ეს წინასწარ ნავარაუდევი იყო. ნეაპოლელები საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს 80 მილიონ ევროდ აფასებდნენ, მაგრამ lequipe-ს ინფორმაციით, გამორიცხული არაა პარიზელებმა ხვიჩაში 65-70 მილიონი ევრო გადაიხადონ/
პსჟ-ს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება შეძლებისდაგვარად სწრაფად სურს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაასწროს, რომელსაც ქართველი ვარსკვლავის თავის რიგებში ხილვა ასევე სურს.
lequipe იუწყება, რომ კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში შეათანხმა და მას ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონიდან 7,5 მილიონ ევროს შეპირდნენ გადასახადების გამოქვითვის შემდეგ.
ლაშა თაბაგარი