ლოჩოშვილის მარცხიანი დებიუტი

0
54

ლუკა ლოცოშვილის „სალერნიტანაში“ დებიუტი შედეგა. იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში სალერნოელები შინ ლიდერ „სასუოლოს“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მე-6 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში რუსომ გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე თავისი გუნდოს უპირატესობა ორ ბურთამდე მუჰარენოვიჩმა გაზარდა. 47-ე წუთზე მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ჩერიმ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „კრემონეზემ“ ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. სალერნოელები 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილსი ბოლო ადგილზე არიან.
“ფროზინონემ” სახლში “კრემონეზესთან” 0:3 წააგო. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ 46-ე წუთიდან ითამაშა. “ფროზინონემ” 20 ქულით მე-17 პოზიციაზეა.

ლაშა თაბაგარი