„მონაკომ“ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყიდა

0
37

„მონაკომ“ გრაცის „შტურმიდან“ თავდამსხმელი მიკა ბიერეტი შეიძინა, რის შესახებ საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი ლიდერის პრესსამსახური იუწყება. 21 წლის დანიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
ოთარ კიტეიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი ლონდონსი დაიბადა და „ფულემში“ ვარჯიშობდა, ხოლო 2021 წელს „არსენალთან“ თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა. მან „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში 20-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე 12 გოლის გარდა, 5 შედეგიანი პასი ჩაიწერა.
ამის შემდეგ ბიერეტი ჯერ ნიდერლანდების „ვალვაიკში“, ხოლო შემდეგ „მოზერველში“ იჯარით თამასობდა. ის „შტურმში“ 2023 წელს გადავიდა და გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატთან ერთად, ავსტრიის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი